Accentnews.ge
კანადა რუსეთს დამატებით სანქციებს უწესებს

კანადა რუსეთს დამატებით სანქციებს უწესებს

02/08/2022 18:08:11 მსოფლიო

კანადა რუსეთს უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით დამატებით სანქციებს უწესებს.

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრ მელანი ჯოლის თქმით, კანადა არ მისცემს ვლადიმერ პუტინს და მის ხელშემწყობებს დაუსჯელად მოქმედების უფლებას.

„რუსული ომის მანქანის აღმაშფოთებელი ქმედებები არ მიეცემა დავიწყებას და კანადა მის პასუხისგებაში მიცემის მიზნით გააგრძელებს თავის პარტნიორებთან მუშაობას საერთაშორისო საზოგადოებაში. კანადა უკრაინის გვერდით დგას“, - აღნიშნა ჯოლიმ.

კანადის მიერ დაწესებული ახალი სანქციები 43 სამხედრო თანამდებობის პირსა და 17 სუბიექტს შეეხება, რომლებიც მონაწილენი არიან ვლადიმირ პუტინის "უაზრო სისხლისღვრის, მათ შორის ბუჩას შემზარავ მოვლენებში“:

„კანადა მკაცრად გმობს უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს, რათა საერთაშორისო სამართლის დარღვევების სრული გამოძიება უზრუნველყოს უკრაინაში, მათ შორის ბუჩაში“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S