Accentnews.ge
ვან ის: "ჩინეთი ზომებს მიიღებს, ყველა შედეგი უნდა აიტანონ აშშ-მ და სეპარატისტულმა ძალებმა"

ვან ის: "ჩინეთი ზომებს მიიღებს, ყველა შედეგი უნდა აიტანონ აშშ-მ და სეპარატისტულმა ძალებმა"

02/08/2022 16:26:21 მსოფლიო

ჩინეთი აუცილებლად მიიღებს ყველა საჭირო ზომას, რათა მტკიცედ დაიცვას საკუთარი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ვიზიტის საპასუხოდ - ასე გამოეხმაურა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ისი ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტს.

აღნიშნულ კომენტარს ჩინეთის სამთავრობო მედიასაშუალება Global Times-ი ავრცელებს.

„ყველა შედეგი უნდა აიტანონ აშშ-მ და ტაივანის სეპარატისტულმა ძალებმა“, - განაცხადა, Global Times-ის ცნობით, ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

გამოცემის ინფორმაციით, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ისი აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ენტონი ბლინკენთან კამბოჯაში შეხვედრას არ გეგმავს.

მედიასაშუალბის ცნობით, ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმია, ხუთშაბათიდან კვირამდე, მნიშვნელოვან სამხედრო წვრთნებს და სასწავლო აქტივობებს ჩაატარებს ტაივანის მიმდებარე ექვს რეგიონში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S