Accentnews.ge
პელოსი: "ტაივანისადმი ამერიკის სოლიდარობა დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე"

პელოსი: "ტაივანისადმი ამერიკის სოლიდარობა დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე"

02/08/2022 15:44:53 მსოფლიო

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი აცხადებს, რომ ტაივანში ვიზიტი გამოხატავს აშშ-ის ურყევ მხარდაჭერას.

„ჩვენი კონგრესის დელეგაციის ვიზიტი ტაივანში გამოხატავს ამერიკის ურყევ მხარდაჭერას ტაივანის ძლიერი დემოკრატიის მიმართ. ჩვენი ვიზიტი არის ჩვენი ფართო მოგზაურობის ნაწილი ინდო-წყნარ ოკეანეში - მათ შორისაა სინგაპური, მალაიზია, სამხრეთ კორეა და იაპონია. ვიზიტები მიზნად ისახავს ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებასა და ეკონომიკური პარტნიორობის გაღრმავებას.

ჩვენი დისკუსიები ტაივანის ხელმძღვანელობასთან ფოკუსირებული იქნება ჩვენი პარტნიორისადმი ჩვენი მხარდაჭერის დადასტურებასა და ჩვენი საერთო ინტერესების ხელშეწყობაზე, მათ შორის თავისუფალი და ღია ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის წინსვლაზე. ამერიკის სოლიდარობა ტაივანის 23 მილიონი მოსახლისადმი დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე, რადგან მსოფლიო არჩევანის წინაშე დგას ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის“, - ნათქვამია განცხადებაში.

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი ტაივანის დედაქალაქში, ტაიპეიში პეკინის გაფრთხილებებისა და მუქარის მიუხედავად ჩავიდა.

თვითმფრინავი, რომელსაც პელოსი გადაჰყავდა, ტაიპეიში მშვიდობიანად დაეშვა.

მანამდე ჩინურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინეთის საჰაერო ძალების ავიაგამანადგურებლები ტაივანის სრუტეს კვეთდნენ.

აქამდე აშშ-ს თეთრ სახლში ამბობდნენ, რომ ჩინეთმა შესაძლოა, ძალის დემონსტრირებას მიმართოს, თუ წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი ტაივანს ეწვევა.

ეს შეიძლება მოიცავდეს ტაივანის მახლობლად რაკეტების გაშვებას ან ფართომასშტაბურ საჰაერო ან საზღვაო აქტივობას, თქვა პენტაგონის სპიკერმა ჯონ კირბიმ.

ნენსი პელოსის შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით პეკინის უკმაყოფილება მუქარაში გადაიზარდა. გასულ კვირაში ჯო ბაიდენსა და სი ძინპინგს შორის შედგა სატელეფონო საუბარი, რომლის დროსაც, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჩინეთის პრეზიდენტმა ბაიდენს უთხრა: "ვინც ცეცხლს ეთამაშება, იღუპება".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S