Accentnews.ge
მოსკოვი ვაშინგტონს დიპურთიერთობების გაწყვეტით ემუქრება

მოსკოვი ვაშინგტონს დიპურთიერთობების გაწყვეტით ემუქრება

02/08/2022 15:10:00 მსოფლიო

თუ აშშ რუსეთს ტერორიზმის სპონსორ ქვეყნად აღიარებს, ამას სახელმწიფოებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა შეიძლება, მოჰყვეს, - განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.

"რაღაცნაირად ავიწყდებათ, რომ ნებისმიერი ქმედება უკუქმედებას იწვევს და მსგამსი უპასუხისმგებლო ნაბიჯის შედეგად დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა შეიძლება, იქცეს, იმას იქით კი ვაშინგტონი უკვე რისკავს, შეუქცევადი მოვლენები გამოიწვიოს", – განაცხადა ზახაროვამ.

რუსეთის ტერორიზმის სპონსორად ცნობის თხოვნით ამერიკული პარლამენტის ორივე პალატას უკრაინულმა რადამ მიმართა. პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა ივლისში ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ზელენსკის ადმინისტრაციას ეს ერთ-ერთ მთავარ საგარეო პოლიტიკურ ამოცანად მიაჩნია.

ივლისის ბოლოს სენატმა მიიღო რეზოლუცია მოწოდებით ჩეჩნეთში, საქართველოში, სირიასა და უკრაინაში ჩადენილი დანაშაულების გამო რუსეთი ტერორიზმის სპონსორად იქნას ცნობილი. ანალოგიური რეზოლუცია მზადაა განსახილველად კონგრესშიც.

სპონსორი ქვეყნების ამერიკულ სიაში ოთხი სახელმწიფოა: სირია, ირანი, კუბა და ჩრდილოეთ კორეა. სიაში შეტანა ფაქტობრივად, ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების სრულ გაწყვეტასა და მკაცრი სანქციების დაწესებას ნიშნავს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S