
ტრამპი თურქეთს ემუქრება
08/10/2019 07:55:13 სხვა, მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თურქთს ემუქრება.
"ადრეც აღვნიშნე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თუ თურქეთი სირიაში გააკეთებს რაიმეს ისეთს, რასაც მე ჩემი დიდი გამოცდილებით ჩავთვლი, რომ არის მიუღებელი, სრულად გავანადგურებ თურქეთის ეკონომიკას", – წერს ტრამპი "ტვიტერში" პირად გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ სირიის ჩრდილოეთ რეგიონიდან აშშ-ის ჯარების გამოყვანა გუშინ დაიწყო. თეთრი სახლის პრესმდივანმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ აშშ-ის შეიარაღებული ძალები სირიის ჩრდილოეთ ნაწილში უსაფრთხო ზონი შექმნაში მონაწილეობას არ მიიღებენ: "თურქეთი მალე დაიწყებს ოპერაციას ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში გეგმავდა. აშშ-ის შეიარაღებული ძალები მხარს არ დაუჭერენ და მონაწილეობას არ მიიღებენ ამ ოპერაციაში და აშშ-ის ძალები, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ტერიტორიული "ხალიფატის" დამარცხების შემდეგ ამ არეალში აღარ იქნებიან". ცნობისთვის: გუშინ ანკარამ განაცხადა, რომ დაასრულა სამზადისი სირიის ჩრდილოეთ ნაწილში სამხედრო ოპერაციის განხორციელებისთვის.