ლუკაშენკო სერბეთის პოლიტიკით უკმაყოფილოა
02/08/2022 14:19:25 მსოფლიო
ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი ალექსანდრ ლუკაშენკო სერბეთის პოლიტიკით უკმაყოფილოა.
მისი თქმით, "სერბეთი სამ სკამზე ვერ დაჯდება"
„ჩვენ ვითვალისწინებთ სერბეთის პოლიტიკას ბელარუსის მიმართ. თუ უნდათ დაჯდომა, როგორც ამბობენ, სამ სკამზე, არ გამოუვათ. აქ ვართ რუსეთი, ევროკავშირი, ამერიკა და სხვები. და მათ სურთ, ყველგან კარგად იყვნენ, მაგრამ მათ არ მისცემენ უფლებას, დასხდნენ ყველა ამ სკამზე და უპირველეს ყოვლისა, ევროკავშირელები, სადაც ისინი ასე ესწრაფვიან“, – აღნიშნა ლუკაშენკომ.
ბელარუსის პრეზიდენტმა ასევე გაიხსენა, რომ სერბეთს 1999 წელს, ნატო-ს დაბომბვის დროს ესტურმა.


