აშშ-მა ტაივანთან ახლოს 4 საბრძოლო ხომალდი განალაგა
02/08/2022 11:40:54 მსოფლიო
აშშ-მა წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ტაივანში შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით ტაივანთან ახლოს 4 საბრძოლო ხომალდი განალაგა, – იუწყება Reuters.
”მიუხედავად იმისა, რომ მათ შეუძლიათ, რეაგირება მოახდინონ ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის ხომალდების ნორმალური, რუტინული განლაგება”, - განაცხადა აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენელმა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა.
თეთრი სახლის ცნობით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ნენსი პელოსის უფლება აქვს, ეწვიოს ტაივანს. ჩინეთი და რუსეთი აცხადებენ, რომ თუ პელოსი ტაივას ეწვევა, ეს ვიზიტი "პროვოკაციად იქნება აღქმული".


