Accentnews.ge
რუსეთის პატრიარქმა ილია II ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტად არ მოიხსენია

რუსეთის პატრიარქმა ილია II ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტად არ მოიხსენია

02/08/2022 11:05:30 საზოგადოება

რუსეთის პატრიარქი კირილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოს და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს ილია მეორეს სამძიმრის წერილს უგზავნის, რომელშიც საქართველოს პატრიარქს ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტად არ მოიხსენიებს.

"მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, უწმინდეს და უნეტარეს ილია მეორეს, მთავარეპისკოპოსს მცხეთა-თბილისისა, კათოლიკოს-პატრიარქს სრულიად საქართველოსი", - ასე მიმართავს ილია მეორეს რუსეთის პატრიარქი.

სამძიმრის წერილი ეხება 30 ივლისს მარტყოფთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსის დამიანეს (ხუფენია) გარდაიცვალებას.

თეოლოგი ლაშა დეისაძე-შარვაშიძე საქართველოს საპატრიარქოსგან ითხოვს, ოფიციალურად გააპროტესტონ ეს "შეურაცხმყოფელი წერილი და მასში წარმოდგენილი საქართველოს ეკლესიის მეთაურის ტიტულატურის დემონსტრაციულად, დამამცირებელი მოხსენიება".

აღნიშნულთან დაკავშირებით საპატრიარქოს კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S