"უკრაინის გმირული წინააღმდეგობა რომ არა, პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები საფრთხის ქვეშ იქნებოდნენ"
02/08/2022 10:41:23 მსოფლიო
პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდას განცხადებით, რუსეთი საფრთხეს მთელ ევროპას უქმნის.
მისი თქმით, უკრაინა ამჟამად იცავს, როგორც პოლონეთს, ისე – გერმანიას.
"უკრაინის გმირული წინააღმდეგობა რომ არა, პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები საფრთხის ქვეშ იქნებოდნენ", – განაცხადა დუდამ.
როგორც მან აღნიშნა, აუცილებელია ევროპის ქვეყნებმა უსაფრთხოება გააძლიერონ.


