კვლევა – რუსეთში გამოკითხული რესპონდენტებიდან ყოველი მესამე დარწმუნებულია, რომ მზე დედამიწის გარშემო ბრუნავს
02/08/2022 10:10:59 მსოფლიო
რუსეთის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელმა ცენტრმა გამოაქვეყნა გამოკითხვის შედეგები, რომლებიც საბაზისო სამეცნიერო ცოდნის დონეს ეხება.
შედეგების თანახმად, რუსების მესამედს მცდარი ცოდნა აქვს მაგალითად იმაზე, თუ როგორაა მოწყობილი მზის სისტემა.
გამოკითხულთა 35% დარწმუნებულია, რომ მზე დედამიწის გარშემო მოძრაობს და არა პირიქით, როგორც ეს სინამდვილეშია. საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრის განმარტებით, ბოლო 15 წელიწადში ეს მაჩვენებელი 7%-ითაა გაზრდილი.
ამასთან, 2007 წლის გამოკითხვასთან შედარებით, ორჯერაა შემცირებული და ამჟამად 7%-ს შეადგენს რაოდენობა რუსეთის იმ მოქალაქეებისა, რომლებიც ფიქრობენ, რომ რადიოაქტიური რძე ადუღების შემდეგ უსაფრთხო ხდება.
ამავე კვლევის შედეგების მიხედვით, ყოველ მეხუთე გამოკითხულს (რესპონდენტთა 21%-ს) სჯერა, რომ პირველყოფილ ადამიანს შეეძლო დინოზავრებთან ერთად სეირნობა.


