Accentnews.ge
"მაიმუნის ყვავილის" გავრცელების გამო საგანგებო მდგომარეობა აშშ–ის რიგით მეორე შტატში გამოცხადდა

"მაიმუნის ყვავილის" გავრცელების გამო საგანგებო მდგომარეობა აშშ–ის რიგით მეორე შტატში გამოცხადდა

02/08/2022 09:36:45 საზოგადოება

"მაიმუნის ყვავილის" გავრცელების გამო საგანგებო მდგომარეობა აშშ–ის რიგით მეორე შტატში გამოცხადდა. კერძოდ, კალიფორნია ნიუ–იორკის შემდეგ რიგით მეორე შტატია, სადაც მსგავსი ნაბიჯის გადადგმა ადგილობრივმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა.

როგორც კალიფორნიის გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა განაცხადა, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი დაეხმარება ადგილობრივ მთავრობას დაავადების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით აუცილებელი სამუშაოების კოორდინაციაში, მათ შორის იგეგმება მეტი ვაქცინის წარმოება და მოქალაქეებისთვის ახსნა-განმარტებითი სამუშაოების ჩატარება.

არსებული მონაცემებით, კალიფორნიამ უკვე მიიღო "მაიმუნის ყვავილის" საწინააღმდეგო ვაქცინის 61 ათასი დოზა.

"მაიმუნის ყვავილის" ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-ია გამოვლენილი. დაავადების გავრცელების გამო, ნიუ იორკისა და კალიფორნიის შტატების გარდა, საგანგებო რეჟიმი ქალაქ სან ფრანცისკოშიც არის გამოცხადებული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S