Accentnews.ge
სტამბოლის ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრი – უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემის სვლა შეფერხდა

სტამბოლის ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრი – უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემის სვლა შეფერხდა

02/08/2022 09:05:05 მსოფლიო

26 ათასი ტონა უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემის სვლა შეფერხდა, – იუწყება სტამბოლის ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრი (JCC).

მისი ცნობით, აღნიშნულის მიზეზი უამინდობაა.

"გემი მოძრაობს იმაზე ნელა, ვიდრე მოსალოდნელი იყო და იგი სტამბულში უნდა ჩავიდეს სამშაბათს საღამოს ან ოთხშაბათს დილით", – განაცხადეს JCC–ში.

გემს სტამბოლში თავდაპირველად 2 აგვისტოს შუადღით ელოდნენ.

როგორც JCC აცხადებს, ამ დროისთვის უკრაინული პორტებიდან შემდგომი გემის გამგზავრება დაგეგმილი არ არის.

1 აგვისტოს 26 ათასი ტონა მარცვლეულით დატვირთილმა პირველმა გემმა ოდესის პორტი დატოვა.

სიერა- ლეონეს დროშის ქვეშ მცურავი გემი „რაზონი“ ლიბანის მიმართულებით გაემგზავრა.

ეს მარცვლეულით დატვირთული პირველი გემია, რომელმაც უკრაინის პორტი ქვეყანაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დატოვა.

22 ივლისს უკრაინამ და რუსეთმა თურქეთის და გაეროს შუამავლობით სტამბოლში მიაღწიეს შეთანხმებას შავი ზღვის გავლით უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის განახლების შესახებ. გემებს და მათ უსაფრთხო ნაოსნობას სტამბოლიდან გააკონტროლებს საგანგებოდ შექმნილი საკოორდინაციო ცენტრი.

უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთმა შავ ზღვაში დაბლოკა ოდესის, ნიკოლაევის და სხვა პორტები, აზოვის ზღვის პორტებს კი, თავად აკონტროლებს. უკრაინიდან ვეღარ ხერხდებოდა საზღვაო გზით ხორბლის და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციის ექსპორტი, რაც განსაკუთრებით აზარალებს მსოფლიოს ღარიბ ქვეყნებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S