
დაიღუპა „გლოვოს“ კურიერი, რომელსაც მატარებელი დაეჯახა
02/08/2022 06:43:25 საზოგადოება
თბილისის რკინიგზის სადგურში თბილისი- ბათუმის მატარებელი „გლოვოს“ კურიერს დაეჯახა.
კურიერი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას.