Accentnews.ge
რუსეთმა კიდევ 39 ბრიტანელი, მათ შორის ყოფილი პრემიერი დევიდ კამერონი “შავ სიაში“ შეიყვანა

რუსეთმა კიდევ 39 ბრიტანელი, მათ შორის ყოფილი პრემიერი დევიდ კამერონი “შავ სიაში“ შეიყვანა

01/08/2022 19:10:45 მსოფლიო

რუსეთმა კიდევ 39 ბრიტანელი, მათ შორის პოლიტიკოსები, ბიზნესმენები და ჟურნალისტები "შავ სიაში“ შეიყვანა. სანქცირებულთა შორისაადიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ–მინისტრი დევიდ კამერონი, რომელიც ომის საწინააღმდეგო განცხადებების გარდა, უკრაინის დასახმარებლად საქველმოქმედო საქმიანობასაც ეწევა. კამერონმა უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე ჰუმანიტარული დახმარების სატვირთო მანქანა პირადად მიიყვანა.

გარდა ამისა, რუსეთის სანქცირებულთა სიაში მოხვდა "The Times"–ის, "The Guardian"–ის, "The Daily Telegraph"–ის, "The Economist"–ის, "The Sun"–ის, "ITV "–სა და 'The Sky News"-ის ჟურნალისტები.

სანქიცერებულთა სიაში მყოფ ყველა პირს რუსეთში შესვლა ეკრძალება.

ცნობისთვის: ივნისში, რუსეთის სანქციების ქვეშ მოექცა ბრიტანეთის 40 მოქალაქე, მათ შორის BBC-ს 7 თანამშრომელი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S