Accentnews.ge
"უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმება თურქეთის დიპლომატიური წარმატების ნაყოფია"

"უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმება თურქეთის დიპლომატიური წარმატების ნაყოფია"

01/08/2022 18:22:10 მსოფლიო

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისს განცხადებით, "უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმება ანკარას დიპლომატიური წარმატების ნაყოფია".

„ყველა აღიარებს, რომ მარცვლეულის კრიზისის გადასალახად გადადგმული ნაბიჯები, რომლებსაც მსოფლიო ყურადღებით აკვირდება, ჩვენი ქვეყნის დიპლომატიური წარმატების შედეგია“, – განაცხადა ერდოღანმა.

დღეს 26 ათასი ტონა მარცვლეულით დატვირთილმა პირველმა გემმა ოდესის პორტი დატოვა.

სიერა- ლეონეს დროშის ქვეშ მცურავი გემი „რაზონი“ ლიბანის მიმართულებით გაემგზავრა.

ეს მარცვლეულით დატვირთული პირველი გემია, რომელმაც უკრაინის პორტი ქვეყანაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დატოვა.

„პორტების განბლოკვა ეკონომიკისთვის მინიმუმ, 1 მილიარდი დოლარის ოდენობის შემოსავალია და სოფლის მეურნეობის სექტორს მომავალი წლის დაგეგმვის შესაძლებლობას მისცემს", – განაცხადა უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ალექსანდრ კუბრაკოვმა.

22 ივლისს უკრაინამ და რუსეთმა თურქეთის და გაეროს შუამავლობით სტამბოლში მიაღწიეს შეთანხმებას შავი ზღვის გავლით უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის განახლების შესახებ. გემებს და მათ უსაფრთხო ნაოსნობას სტამბოლიდან გააკონტროლებს საგანგებოდ შექმნილი საკოორდინაციო ცენტრი.

უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთმა შავ ზღვაში დაბლოკა ოდესის, ნიკოლაევის და სხვა პორტები, აზოვის ზღვის პორტებს კი, თავად აკონტროლებს. უკრაინიდან ვეღარ ხერხდებოდა საზღვაო გზით ხორბლის და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციის ექსპორტი, რაც განსაკუთრებით აზარალებს მსოფლიოს ღარიბ ქვეყნებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S