Accentnews.ge
აშშ სანქციებს უწესებს კომპანიებს, რომლებსაც ადანაშაულებენ საქმის წარმოებაში ირანის ნავთობის ბროკერთან

აშშ სანქციებს უწესებს კომპანიებს, რომლებსაც ადანაშაულებენ საქმის წარმოებაში ირანის ნავთობის ბროკერთან

01/08/2022 18:10:08 მსოფლიო

აშშ-მა ჩინეთში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებსა და სინგაპურში რამდენიმე კომპანიას სანქციები დაუწესა. ვაშინგტონი აცხადებს, რომ ამ კომპანიების მეშვეობით ირანის ნავთობის დისტილატების ბროკერი ირანის პროდუქტებს აღმოსავლეთ აზიაში ყიდდა.

როგორც ამერიკული მედია იუწყება, ამ გადაწყვეტილების მიზანია ირანს შეუმცირდეს ნავთობითა და ნავთობის დისტილატებით მიღებული მოგება. 2015 წლის საერთაშორისო ბირთვული ხელშეკრულების აღდგენის ძალისხმევას ჯერ–ჯერობით შედეგი არ მოუტანია და აშშ განაგრძობს გზების ძიებას ირანზე ზეწოლის გასაძლიერებლად.

"აშშ გააგრძელებს სანქციების დაწესებას ირანის ნავთობის და ნავთობის დისტილატების უკანონო გაყიდვებზე მანამ, ვიდრე ირანი მზად იქნება დაუბრუნდეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებას", – განაცხადა აშშ–ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ბრაიან ნელსონმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S