"ევროკავშირი რუსულ გაზთან დაკავშირებით ყველაზე ცუდი სცენარისთვის უნდა მოემზადოს"
01/08/2022 16:52:57 მსოფლიო
ევროპული კომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ევროპა რუსულ გაზთან დაკავშირებით "ყველაზე ცუდი სცენარისთვის" უნდა მოემზადოს.
"იმის გამო, რომ რუსეთმა უკვე სრულად ან ნაწილობრივ გადაუკეტა გაზის მიწოდება ევროკავშირის 12 წევრ ქვეყანას, ყველა ჩვენგანი ყველაზე ცუდი სცენარისთვის უნდა მოემზადოს", - განაცხადა ლაიენმა.
რუსეთმა გაზის მიწოდება შეუჩერა ევროკავშირის რამდენიმე წევრ ქვეყანას, მათი უარის გამო საფასური რუბლებში გადაეხადათ.
რუსეთმა გაზის მიწოდება შეუმცირა, მათ შორის გერმანიას მილსადენით "ჩრდილოეთის ნაკადი -1" და ამის მიზეზად ასახელებს სარემონტო საკითხებს, რაც, გერმანიის თქმით," შეთითხნილი მიზეზია, დასავლეთის სანქციებზე შურისძიების მიზნით".


