ოლექსი რეზნიკოვი: "უკრაინაში კიდევ 4 HIMARS ჩამოვიდა"
01/08/2022 14:48:03 მსოფლიო
უკრაინას HIMARS-ის კიდევ 4 რეაქტიული სისტემა გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი ავრცელებს.
„უკრაინაში კიდევ ოთხი HIMARS-ი ჩამოვიდა“,- განაცხადა რეზნიკოვმა.
მან ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ჯო ბაიდენს, პენტაგონის ხელმძღვანელს ლოიდ ოსტინს და ამერიკელ ხალხს უკრაინის თავდაცვისუნარიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ამ შეიარაღების გამოყენება ვიცით. HIMARS-ის ზალპური ცეცხლის ხმა მიმდინარე ზაფხულის მთავარი მუსიკალური ჰიტი გახდა მოწინავე პოზიციებზე“, - განაცხადა რეზნიკოვმა.


