უკრაინა – ხერსონის ოლქში 46 დასახლებული პუნქტია დეოკუპირებული
01/08/2022 12:46:17 მსოფლიო
ხერსონის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი დმიტრი ბუტრი აცხადებს, რომ ოლქში 46 დასახლებული პუნქტია დეოკუპირებული.
"ხერსონის ოლქში უკვე დეოკუპირებულია 46 დასახლებული პუნქტი, მათი დიდი ნაწილი ოლქის ჩრდილოეთ ნაწილშია, რომელიც დნეპროპეტროვსკის ოლქს ესაზღვრება და ზოგიერთი სამხრეთით, მიკოლაევის ოლქის საზღვართან“, – განაცხადა ბუტრიმ.
საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი აღნიშნავს, რომ ხერსონში მდგომარეობა კრიტიკულია, ამიტომ მან კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას უსაფრთხო რეგიონებში ევაკუაციისკენ.


