
ირაკლი ღარიბაშვილი მამუკა ონაშვილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს
01/08/2022 10:32:34 პოლიტიკა, საზოგადოება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მომღერალ მამუკა ონაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
მთავრობის მეთაური სამძიმარსა და თანადგომას უცხადებს მამუკა ონაშვილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი მომღერლის მამუკა ონაშვილის გარდაცვალების გამო. გულწრფელ სამძიმარსა და თანადგომას ვუცხადებ ბატონი მამუკას ოჯახის წევრებსა და ახლობლებს“,- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
ცნობისთვის: მომღერალი მამუკა ონაშვილი დღეს გარდაიცვალა. იგი 30 ივლისს ნატახტართან ავარიაში მოყვა.