
ვოლკერი თანამდებობიდან გადადგა
08/10/2019 05:02:13 სხვა, მსოფლიო
კურტ ვოლკერი მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან გადადგა.
როგორც ვოლკერმა განმარტა, უკრაინის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლობის მიმართულებით მედიის ბოლოდროინდელი ყურადღება ინსტიტუტის მიღწევებისა და შემდგომი ზრდის განადგურების რისკებს აჩენს და სწორედ ამის გამო მიიღო საერთაშორისო ლიდერობის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება.
ვოლკერი უკრაინის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობიდან სექტემბრის ბოლოს წავიდა. ამერიკელი დიპლომატის გვარი უკრაინის სკანდალში ფიგურირებს. 9 ოქტომბერს ვოლკერი კონგრესში მივა და ჩვენებას მისცემს.