Accentnews.ge
მიენიჭოს რუსეთს ტერორისტული სახელმწიფოს სტატუსი - რუსთაველზე აქცია გაიმართა

მიენიჭოს რუსეთს ტერორისტული სახელმწიფოს სტატუსი - რუსთაველზე აქცია გაიმართა

01/08/2022 07:31:53 საზოგადოება

თბილისში, რუსთაველის გამზირზე უკრაინის მხარდამჭერი მორიგი აქცია გაიმართა. დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნაა, მიენიჭოს რუსეთს ტერორისტული სახელმწიფოს სტატუსი.

მათი თქმით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის სისასტიკე საზღვრებს სცდება, ამიტომ ცივილიზებულმა სამყარომ კიდევ ერთხელ უნდა მიიღოს გზავნილი რომ რუსეთი ოკუპანტი სახელმწიფოა პუტინი კი საერთაშორისო დამნაშავე.

უკრაინის მხარდამჭერი აქციები ევროპის რამდენიმე ქვეყანაში გაიმართა.

ცნობისთვის: ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა თბილისში ამ მოთხოვნით აქცია იმართება. მსგავსი აქცია გასულ კვირაშიც გაიმართა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S