Accentnews.ge
კოსოვოს მთავრობამ სერბებთან დაკავშირებით დოკუმენტებისა და სანომრე ნიშნების შესახებ გადაწყვეტილების იმპლემენტაცია გადადო

კოსოვოს მთავრობამ სერბებთან დაკავშირებით დოკუმენტებისა და სანომრე ნიშნების შესახებ გადაწყვეტილების იმპლემენტაცია გადადო

01/08/2022 06:22:45 მსოფლიო

კოსოვოს მთავრობამ კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრებ სერბებთან დაკავშირებით დოკუმენტებისა და სანომრე ნიშნების შესახებ გადაწყვეტილება 2022 წლის პირველ სექტემბრამდე გადადო.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, შესაბამისი თხოვნით კოსოვოს ადმინისტრაციას აშშ-ის ელჩმა მიმრთა.

ცნობისთვის: გუშინ კოსოვო-სერბეთის საზღვარზე დაძაბულობა იყო. კოსოვოში მცხოვრები სერბების უკმაყოფილება კოსოვოს ხელისუფლების ორმა გადაწყვეტილებამ გამოიწვია. პირველი სერბეთის სანომრე ნიშნებს, ხოლო მეორე პირადობის მოწმობებს უკავშირდება.

კერძოდ, კოსოვოს მთავრობამ განაცხადა, რომ სერბეთიდან შესულ მგზავრებს სერბეთის მიერ გაცემულ დოკუმენტებს შეუცვლიდნენ ახალი, შესვლა-გასვლის აღმრიცხველი საიდენტიფიკაციო დოკუმენტით, რომელსაც პრიშტინა გასცემდა და რომელიც სამი თვის განმავლობაში იქნებოდა ძალაში. ამასთან, 1 აგვისტოდან ძალაში უნდა შესულიყო კანონი, რომელიც სანომრე ნიშნებს ეხება.

კერძოდ, ჩრდილოეთ კოსოვოში ეთნიკური სერბები იყენებდნენ მანქანების სანომრე ნიშნებს, რომლებიც 1999 ომის შემდეგ სერბეთის ინსტიტუციების მიერ იყო გაცემული და კოსოვოს ქალაქების სახელებს აღრიცხავდა შემოკლებებით - მაგალითად, KM (კოსოვსკა მიტროვიცა), PR (პრიშტინა), ან UR (უროშევაცი). კოსოვოს მთავრობა ამ ნომრებს უკანონოდ მიიჩნევს, თუმცა მათ გამოყენებას ნებას რთავდა ჩრდილოეთის ოთხ მუნიციპალიტეტში, სადაც უმრავლესობას სერბები შეადგენენ. ახლა კოსოვო მოითხოვს ეს სანომრე ნიშნები 30 სექტემბრამდე შეიცვალოს კოსოვოს მიერ გაცემული ნომრებით, რომლებზეც დატანილი იქნება ასოები "RKS", კოსოვოს რესპუბლიკის შემოკლებულ ფორმად.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S