
მედია: თურქულმა ავიაციამ სირიაში ქურთი სამხედროების ბაზა დაბომბა
07/10/2019 21:03:58 სხვა, მსოფლიო
თურქეთის სამხედრო ავიაციამ სირიის ჩრდილოეთში ქურთი სამხედროების ბაზა დაბომბა,- ამის შესახებ ლიბანური ტელეკომპანია „ალ-მაიადეენი“ იუწყება. დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
სირიის ტელეკომპანია „იხბარია“ ასევე იუწყება, რომ თურქეთის სამხედრო ავიაციამ „სირიის დემოკრატიული ძალების“ წინააღდეგ იერიში ალ-მალიკიას გარეუბანში, სოფელ ტელ-ტავილში მიიტანა.
თურქეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ანკარას სირიის სასაზღვრო რაიონების ქურთული სამხედრო ჯგუფებისგან გასუფთავება და უსაფრთხოების ზონის შექმნა სურს.