ლატვია ევროკავშირს მოუწოდებს, რუსი ტურისტებისთვის ვიზების გაცემა აკრძალოს
31/07/2022 09:26:30 მსოფლიო
ლატვია ევროკავშირს მოუწოდებს, რუსი ტურისტებისთვის ვიზების გაცემა აკრძალოს. შესაბამისი განცხადება ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩმა გააკეთა.
ამასთან, იგი მოუწოდებს ევროკავშირს, რუსეთი ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ აღიაროს.
ლატვიელმა დიპლომატმა დაგმო „ელენოვკაში უკრაინელი სამხედრო ტყვეების ძალადობრივი მკვლელობა და რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი სხვა დანაშაულებები“.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონეცკის ოლქში მდებარე ელენოვკას დასახლებაში მდებარე კოლონიაზე დარტყმის შედეგად 53 უკრაინელი ტყვე დაიღუპა, კიდევ 73 დაშავდა. მომხდარში კიევი რუსეთს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მოსკოვმა კოლონიას განზრახ დაარტყა, რათა ტყვეების წამების სამხილები გაენადგურებინა. რუსეთი ბრაკდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ იერიში კიევმა განახორციელა.


