Accentnews.ge
ბაიდენს ტესტმა კორონავირუსი კვლავ დაუდასტურა

ბაიდენს ტესტმა კორონავირუსი კვლავ დაუდასტურა

31/07/2022 09:01:14 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს 30 ივლისს ტესტმა "კოვიდ–19" კვლავ დაუდასტურა, – აცხადებს თეთრი სახლის ექიმი კევინ ო'კონორი.

მისი თქმით, პრეზიდენტს სიმპტომები არ აქვს და თავს საკმაოდ კარგად გრძნობს.

"ბაიდენის ტესტი ბოლო ოთხი დღის განმავლობაში უარყოფითი იყო და სიმპტომების არქონის გამო ჯერ–ჯერობით მკურნალობის განახლება არ იგეგმება. პრეზიდენტი იზოლაციის პროცედურებს გააგრძელებს. ესაა ვირუსის დაბრუნების იშვიათი შემთხვევა, ანტივირუსული მედიკამენტით მკურნალობის შემდეგ", – აღნიშნა ექიმმა.

ბაიდენს "კოვიდ–19" პირველად, ცხრა დღის წინ დაუდასტურდა, თუმცა შემდეგ, მიმდინარე კვირაში, მისი ტესტის შედეგი ორჯერ იყო უარყოფითი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S