Accentnews.ge
ზელენსკი დონეცკის ოლქის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს: "ჩვენ რუსეთი არ ვართ, ყველა სიცოცხლე ჩვენთვის მნიშვნელოვანია"

ზელენსკი დონეცკის ოლქის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს: "ჩვენ რუსეთი არ ვართ, ყველა სიცოცხლე ჩვენთვის მნიშვნელოვანია"

31/07/2022 08:55:29 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონეცკის ოლქის მოსახელოაბს ევაკუაციისკენ მოუწოდა. ამის შესახებ მან მორიგი ვიდეომიმართვისას განაცხადა.

„დონბასში ასობით ათასი ადამიანი, ათობით ათასი ბავშვი, უარს ამბობს გამგზავრებაზე. მაგრამ ამის გაკეთება ნამდვილად აუცილებელია. ამ გადაწყვეტილების მიღება მაინც მოგიწევთ, დამიჯერეთ; და რაც უფრო ადრე გააკეთებთ ამას, რაც უფრო მეტი ადამიანი დატოვებს დონეცკის ოლქს, მით ნაკლები ადამიანის მოკვლას მოასწრებს რუსეთის არმია. მთავრობის გადაწყვეტილება სავალდებულო ევაკუაციის შესახებ უკვე არის. ყველაფერი დაგეგმილია, სრულად დაგეხმარებით, ლოგისტიკურად, თანხით – უბრალოდ საჭიროა თავად ადამიანების გადაწყვეტილება, რომელიც მათ ჯერ არ მიუღიათ. ჩვენ რუსეთი არ ვართ, რადგან ყველა სიცოცხლე ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ყველაფერს გავაკეთებთ რაც შეიძლება მეტი ადამიანი სიცოცხლის გადასარჩენად, რუსული ტერორის მაქსიმალურად შეზღუდვისთვის. ომის ამ ეტაპზე ტერორი არის რუსეთის ძირითადი იარაღი. ამიტომ, თითოეული უკრაინელის, თავისუფლებისა და მსოფლიოში ადამიანობისთვის თითოეული მებრძოლის მთავარი ამოცანაა - გააკეთოს ყველაფერი, რათა ტერორისტი სახელმწიფოს იზოლირება მოახდინოს და რუსული დარტყმებისგან უფრო მეტი ადამიანი დაიცვას. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც უკრაინისთვის იბრძვის! მადლობელი ვარ ყველასი, ვინც იცავს ჩვენს ხალხს რუსული ტერორისგან!“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S