
მარნეულში საკანალიზაციო ჭაში ჩავარდნის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა
31/07/2022 08:00:13 საზოგადოება
მარნეულში უბედური შემთხვევა მოხდა. საკანალიზაციო ჭაში ჩავადნის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა.
მუშა, რომელიც ერთ-ერთი სახლის ეზოში არსებული კანალიზაციის ჭას ასუფთავებდა, ჭაში ჩავიდა და ამოსვლა ვეღარ შეძლო, სახლის მეპატრონე კი მისი გადარჩენის მიზნით ჩავიდა, თუმცა ამოსვლა ვერც მან მოახერხა.
არსებული ინფორმაციით, ისინი ჭიდან უგონო მდგომარეობაში ამოიყვანეს. ორივე მათგანი საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა.