Accentnews.ge
ნედ პრაისი - გულითად სამძიმარს ვუცხადებთ გუდაურში ჩამოვარდნილი ვერტმფრენის ბორტზე მყოფი პირების ოჯახის წევრებს

ნედ პრაისი - გულითად სამძიმარს ვუცხადებთ გუდაურში ჩამოვარდნილი ვერტმფრენის ბორტზე მყოფი პირების ოჯახის წევრებს

31/07/2022 07:29:42 საზოგადოება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი გუდაურში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.

„გულითად სამძიმარს ვუცხადებთ გუდაურში ჩამოვარდნილი საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ბორტზე მყოფი პირების ოჯახის წევრებსა და მეგობრებს. აშშ ქართველი მეგობრებისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პარტნიორების გვერდით დგას“, – წერს ნედ პრაისი „ტვიტერის“ მიკრობლოგზე.

ცნობისთვის: გუდაურში პარაპლანი კლდეს შეეჯახა. სამაშველო ოპერაციის დროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. ვერტმფრენის ბორტზე მყოფი რვავე პირი და პარაპლანისტთან მყოფი ტურისტი დაღუპულია. პარაპლანის ინსტრუქტორი დაშავებულია და იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შსს–ს ცნობით, საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S