Accentnews.ge
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი: "აზერბაიჯანი საქართველოს გვერდით დგას ამ რთულ პერიოდში"

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი: "აზერბაიჯანი საქართველოს გვერდით დგას ამ რთულ პერიოდში"

29/07/2022 19:15:49 პოლიტიკა, საზოგადოება

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვიგუდაურში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით საქართველოს სამძიმარს უცხადებს.

„გუდაურის საკურორტო რაიონში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შესახებ გავრცელებულმა ცნობამ ძალიან დაგვამწუხრა. ღრმა მწუხარებას ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებს და მეგობარი საქართველოს მოსახლეობას. აზერბაიჯანი საქართველოს გვერდით დგას ამ რთულ პერიოდში“, – აცხადებს ჯეიჰუნ ბაირამოვი.

დღეს გუდაურში პარაპლანი კლდეს შეეჯახა. სამაშველო ოპერაციის დროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. ვერტმფრენის ბორტზე მყოფი რვავე პირი და პარაპლანისტთან მყოფი ტურისტი დაღუპულია. პარაპლანის ინსტრუქტორი დაშავებულია და იგი ამ წუთებში საავადმყოფოში გადაჰყავთ.

შსს–ს ცნობით, საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S