Accentnews.ge
აშშ-ის საელჩო – გუდაურში დაღუპულებზე: "პატივს მივაგებთ მათ მიერ აღებული ვალდებულებისადმი ერთგულებას, დაიცვან საქართველოს უსაფრთხოება"

აშშ-ის საელჩო – გუდაურში დაღუპულებზე: "პატივს მივაგებთ მათ მიერ აღებული ვალდებულებისადმი ერთგულებას, დაიცვან საქართველოს უსაფრთხოება"

29/07/2022 19:12:55 პოლიტიკა, საზოგადოება

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო სამძიმრის წერილს ავრცელებს.

"შეერთებული შტატების საელჩო სამძიმარს უცხადებს ტრაგიკულად დაღუპული მესაზღვრეების, საგანგებო სიტუაციების მართვის და პირველადი რეაგირების პერსონალის ოჯახებს და მეგობრებს მათი ტრაგიკული დაღუპვის გამო. ამერიკის შეერთებული შტატების მთელი გუნდი პატივს მიაგებს მათ მიერ აღებული ვალდებულებისადმი ერთგულებას, დაიცვან საქართველოს უსაფრთხოება", -ნათქვამია საელჩოს სამძიმრის წერილში.

დღეს გუდაურში პარაპლანი კლდეს შეეჯახა. სამაშველო ოპერაციის დროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. ვერტმფრენის ბორტზე მყოფი რვავე პირი და პარაპლანისტთან მყოფი ტურისტი დაღუპულია. პარაპლანის ინსტრუქტორი დაშავებულია და იგი ამ წუთებში საავადმყოფოში გადაჰყავთ.

შსს–ს ცნობით, საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S