Accentnews.ge
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პირველად ბლინკენსა და ლავროვს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პირველად ბლინკენსა და ლავროვს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

29/07/2022 19:00:55 მსოფლიო

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პირველად, აშშ–ის სახელმწიფო მდივალ ენტონი ბლინკენსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, – იუწყება CNN.

მხარეებმა პატიმრების გაცვლისა და უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის თაობაზე ისაუბრეს.

აშშ–ის პირველმა დიპლომატმა რუს კოლეგასთან საუბარს "გულწრფელი და პირდაპირი“ უწოდა.

„მე ვეცადე, დამერწმუნებინა კრემლი, რომ მიეღოთ წინადადება, რომელიც ჩვენ დავაყენეთ პოლ უელანისა და ბრიტნი გრინერის გათავისუფლების შესახებ“, - აღნიშნა ბლინკენმა.

როგორც CNN-ი იუწყება, ამერიკული მხარე რუსეთს სთავაზობს აშშ-ის მოქალაქეები რუს იარაღით მოვაჭრე ვიქტორ ბუტში გაცვალონ.

გარდა ამისა, ბლინკენის თქმით, მან ლავროვთან აღნიშნა, რომ მოელის, რომ უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის თაობაზე მიღწეული შეთანხმება ძალაში შევა.

რაც შეეხება უკრაინაში მიმდინარე რუსეთის აგრესიას, აშშ–ის პირველი დიპლომატის თქმით, "შეერთებულმა შტატებმა ვერ დაინახა რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დასრულების სურვილი".

ბლინკენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „მსოფლიო არ აღიარებს ანექსიებს და დამატებით მნიშვნელოვან ხარჯებს დააკისრებს რუსეთს, თუ ის წინ წავა თავისი გეგმებით“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S