Accentnews.ge
"გმირობის ტოლფასია ყველას თავდადება, ვინც სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობდა"

"გმირობის ტოლფასია ყველას თავდადება, ვინც სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობდა"

29/07/2022 18:24:57 პოლიტიკა, საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო სამძიმრის წერილს ავრცელებს.

"ქვეყანაში უმძიმესი წუთებია!

სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს!

გმირობის ტოლფასია ყველას თავდადება, ვინც სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობდა!",- წერს სალომე ზურაბიშვილი.

დღეს გუდაურში პარაპლანი კლდეს შეეჯახა. სამაშველო ოპერაციის დროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. ვერტმფრენის ბორტზე მყოფი რვავე პირი და პარაპლანისტთან მყოფი ტურისტი დაღუპულია. პარაპლანის ინსტრუქტორი დაშავებულია და იგი ამ წუთებში საავადმყოფოში გადაჰყავთ.

შსს–ს ცნობით, საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S