გერმანია უკრაინას ჯავშანტექნიკის 16 ხიდს გადასცემს
29/07/2022 16:35:30 მსოფლიო
გერმანია უკრაინას ჯავშანტექნიკის 16 ხიდს გადასცემს. ამ ინფორმაციას გერმანიის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, "Biber"–ის ტიპის ჯავსანტექნიკის ხიდები უკრაინის სახმელეთო ძალებს შემდგომი მხარდაჭერის მიზნით გადაეცემა და უკრაინელებს მათი გამოყენება წარმატებით შეუძლიათ წყლის ან სხვა წინააღმდეგობის მარტივად დასაძლევად.
"Biber"-ები გამოიყენება, მაშინ, როდესაც ჯარებს თხრილებისა და წყლის ზედაპირზე სწრაფად გადაადგილება სჭირდებათ და მათ 20 მეტრზე მეტი სიგრძის წინაღობის გადალახვაც კი შეუძლიათ.


