"აზოვის" პოლკი სამხედრო ტყვეების მასობრივ მკვლელობაში მონაწილეებზე ნადირობას აცხადებს
29/07/2022 14:21:35 მსოფლიო
"აზოვის" პოლკი ოლენოვკაში უკრაინელი სამხედრო ტყვეების მასობრივ მკვლელობაში ყველა მონაწილეზე ნადირობას აცხადებს. შესაბამისი განცხადება პოლკის დამაარსებელმა ანდრეი ბილეცკიმ გააკეთა.
"დღეს ღამით, რუსებმა ტყვეობაში მყოფი აზოველების ნაწილი მოკლეს. რუსეთის ხელმძღვანელობამ ყველაფერი მასობრივი მკვლელობა ისე მოაწყო, თითქოს იქ უკრაინული ჯარი მოქმედებდა. პოლკის მებრძოლები ცალკე შენობაში გადაიყვანეს. უკვე გასაგებია, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი აქტი იმ ქვეყნის, რომლისთვის ოფიცრის პატივის ცნება უცნობია, მით უმეტეს უცნობია ჟენევის კონვენციის, კანონების, ომის წესების დაცვა. რუსეთმა ვერ შეძლო აზოვს პოლკის დამარცხება სამართლიან ბრძოლაში, ამიტომ ცდილობს ჩვენს განადგურებას ვერაგულად. აზოვის პოლკის თითოეული დანაყოფი სახელით ვაცხადებ ნადირობას ყველაზე, რომელიც მონაწილეობდა ამ მასობრივ მკვლელობაში. პასუხისმგებელია ყველა რიგითი შემსრულებელი და ყველა ორგანიზატორი, მნიშვნელობა არ აქვს რა თანამდებობაზეა და სად იმყოფებ. სადაც არ უნდა იმალებოდეთ, იქნებით ნაპოვნი და განადგურებული", - განაცხადა ბილეცკიმ
მისი თქმით, "უკრაინელი სამხედროები აგროვებენ ინფორმაციას მოკლულთა და ომის დანაშაულის ჩამდენთა შესახებ".
29 ივლის გამთენიას დონეცკის რეგიონში ოლენოვკას ციხეზე თავდასხმას, სულ მცირე, 53 უკრაინელი ტყვე ემსხვერპლა. უკრაინული მედიის ცნობით, დაღუპულთა შორის "აზოვის" მებრძოლებიც არიან. უკრაინა და რუსეთი მომხდარში ერთმანეთს ადანაშაულებენ.


