Accentnews.ge
ვერტმფრენის ჩამოვარდნის გამო მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გარკვეულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

ვერტმფრენის ჩამოვარდნის გამო მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გარკვეულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

29/07/2022 14:16:40 საზოგადოება

გუდაურში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის 94-ე კილომეტრზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„გუდაურში, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 94-ე კილომეტრთან შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენის ჩამოვარდნის გამო, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე, სამაშველო ღონისძიებების დასრულებამდე, დროებით ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია“, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S