Accentnews.ge
შსს – გუდაურში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩამოვარდა, ბორტზე ეკიპაჟის წევრების გარდა, მაშველები და მედიკოსები იმყოფებოდნენ (ვიდეო)

შსს – გუდაურში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩამოვარდა, ბორტზე ეკიპაჟის წევრების გარდა, მაშველები და მედიკოსები იმყოფებოდნენ (ვიდეო)

29/07/2022 13:06:42 საზოგადოება

გუდაურში სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა, რომლის დახმარებით გუდაურში ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობდა მართვა დაკარგა და ჩამოვარდა.

ვერტმფრენის ბორტზე ეკიპაჟის წევრების გარდა იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და მედიკოსები. მომხდარის შესახებ ყველა დეტალი ზუსტდება და დამატებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებას მიაწვდის", – აცხადებს შსს–ს პრეს–სამსახურის წარმომადგენელი ქეთი კოვზიაშვილი.

მანამდე, გუდაურში პარაპლანი კლდეს შეეჯახა.

ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S