
გუდაურში პარაპლანი კლდეს დაეჯახა - არსებული ინფორმაციით, არიან დაშავებულები
29/07/2022 11:42:13 საზოგადოება
გუდაურში პარაპლანი კლდეს დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, არიან დაშავებულები.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ამჟამად სამაშველო სამუშოები მიმდინარეობს.
მსგავსი შემთხვევა გუდაურში 16 ივლისსაც მოხდა. მაშინ პარაპლანის ჩამოვარდნის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო მეორე დაშავდა.