Accentnews.ge
უკრაინის გენშტაბი – "დონეცკში მდებარე ციხის დაბომბვა, სადაც უკრაინელი პატიმრებიც იმყოფებოდნენ, რუსებმა მიზანმიმართულად განახორციელეს"

უკრაინის გენშტაბი – "დონეცკში მდებარე ციხის დაბომბვა, სადაც უკრაინელი პატიმრებიც იმყოფებოდნენ, რუსებმა მიზანმიმართულად განახორციელეს"

29/07/2022 10:35:14 მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, "დონეცკის ოლქის ოლენივკას დასახლებაში მდებარე ციხის დაბომბვა, სადაც უკრაინელი პატიმრებიც იმყოფებოდნენ, რუსებმა მიზანმიმართულად განახორციელეს".

როგორც გენშტაბის მიერ აგვარცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რუსი ოკუპანტები თავიანთ დანაშაულებრივ მიზნებს ახორციელებენ:

"პირველი – ამ გზით მტერი ცდილობდა უკრაინა "ომის დანაშაულების" ჩადენაში დაედანაშაულებინა და მეორე – გადაეფარა ტყვეების წამებისა და სიკვდილით დასჯის ფაქტები".

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დე ფაქტო ხელისუფლებამ და რუსეთმა გაავრცელეს ცნობები ციხის დაბომბვის შედეგად 53 უკრაინელი პატიმრის დაღუპვის თაობაზე. მომხდარში რუსული მხარე უკრაინას ადანაშაულებს.

მანამდე, რუსი პროპაგანდისტების მიერ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც სავარუდოდ, რუსი ჯარისკაცი უკრაინელ სამხედრო ტყვეს აწამებს. კადრებში ჩანს, რომ სავარაუდოდ, რუსი ოკუპანტი უკრაინელ სამხედრო ტყვეს გენიტალიებს საკანცელარიო დანით აჭრის.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S