Accentnews.ge
პოდოლიაკი – სავარუდოდ, რუსი ჯარისკაცის მიერ უკრაინელი სამხედროს წამებაზე: "მსოფლიოს უნდა ახსოვდეს, რომ რუსეთი კაციჭამიების ქვეყანაა"

პოდოლიაკი – სავარუდოდ, რუსი ჯარისკაცის მიერ უკრაინელი სამხედროს წამებაზე: "მსოფლიოს უნდა ახსოვდეს, რომ რუსეთი კაციჭამიების ქვეყანაა"

29/07/2022 10:00:11 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი ეხმიანება რუსი პროპაგანდისტების მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც სავარუდოდ, რუსი ჯარისკაცი უკრაინელ სამხედრო ტყვეს აწამებს.

"მსოფლიოს უნდა ახსოვდეს, რომ რუსეთი კაციჭამიების ქვეყანაა, რომელიც ტკბება წამებით და მკვლელობით. მაგრამ ომის ბურუსი, ვერ აარიდებს სასჯელს რუს ჯალათებს. ყველას გამოვავლენთ, ყველას მივწვდებით",- წერს პოდოლიაკი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: რუსი პროპაგანდისტების მიერ ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ სავარაუდოდ, რუსი ოკუპანტი უკრაინელ სამხედრო ტყვეს გენიტალიებს საკანცელარიო დანით აჭრის.

ტელეგრამარხი „ნექსტა“ იუწყება, რომ "წინასწარი მონაცემებით, წამება "ახმატის" ქვედანაყოფის დაქირავებულმა ვიტალი აროშანოვმა განახორციელა".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S