Accentnews.ge
ესტონეთმა რუსებისთვის ვიზებისა და ბინადრობის ნებართვების გაცემა შეწყვიტა

ესტონეთმა რუსებისთვის ვიზებისა და ბინადრობის ნებართვების გაცემა შეწყვიტა

29/07/2022 09:39:27 მსოფლიო

დღეიდან ესტონეთი აღარ გასცემს ვიზებსა და ბინადრობის ნებართვას რუსეთის მოქალაქეებისთვის, რომლებსაც ამ ქვეყანაში სწავლა სურთ.

ოფიციალური ტალინი აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასა და ესტონეთის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს უკავშირდება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ბრძანება ასევე წყვეტს მოკლევადიანი სამუშაოს უფლების მინიჭების პრაქტიკას რუსეთისა და მისი მოკავშირე ბელორუსის მოქალაქეებისთვის, რომლებმაც ვიზა ევროკავშირის სხვა ქვეყანაში მიიღეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S