Accentnews.ge
მოსკოვი – ბლინკენის განცხადებაზე: "ლავროვი ყურადღებას მიაქცევს აშშ-ის თხოვნას, საუბარი გამართოს სახელმწიფო მდივანთან, როცა დრო ექნება"

მოსკოვი – ბლინკენის განცხადებაზე: "ლავროვი ყურადღებას მიაქცევს აშშ-ის თხოვნას, საუბარი გამართოს სახელმწიფო მდივანთან, როცა დრო ექნება"

29/07/2022 09:08:22 მსოფლიო

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ეხმიანებიან, შშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თხოვნას ორი ქვეყნის პირველ დიპლომატებს შორის სატელეფონო საუბრის გამართვის თაობაზე.

როგორც რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა აცხადებს, "საგარეო სამქეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ყურადღებას მიაქცევს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თხოვნას, საუბარი გამართოს სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან, როცა დრო ექნება".

"ამჟამად მას [ლავროვს] დატვირთული გრაფიკი აქვს საერთაშორისო კონტაქტებით", – განაცხადა მარია ზახაროვამ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან საუბარი სურს. ბლინკენმა ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტში 28 ივლისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ეს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ბლინკენისა და ლავროვის პირველი საუბარი იქნება.

მისი თქმით, ორი ძირითადი თემაა: უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტი და რუსეთში დაკავებული ადამიანების შესაძლო გაცვლა. ბლინკენმა აღნიშნა, რომ საუბარია ამერიკელებზე პოლ უელანზე (რუსეთში ჯაშუშობისთვის მსჯავრდებული) და ბრიტნი გრინერი (კალათბურთელი, რომელსაც რუსეთში ჩასვლისას სამედიცინო მარიხუანა აღმოაჩნდა; მისი სასამართლო პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება).

რუსულ და ამერიკულ მედიებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ მზადაა, რუსუთს ამერიკელების სანაცვლოდ, იარაღით მოვაჭრე ვიქტორ ბუტი გადასცეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S