უკრაინული დაზვერვა – საბრძოლო მოქმედებებისთვის საჭირო ცოცხალი ძალის ნაკლებობის გამო რუსეთი ახალ შენაერთს ქმნის
29/07/2022 08:22:30 მსოფლიო
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარ სამმართველოში აცხადებენ, რომ საბრძოლო მოქმედებებისთვის საჭირო ცოცხალი ძალის ნაკლებობის გამო რუსეთი ახალ შენაერთს ქმნის.
"დადასტურებული მონაცემებით, ივლისის შუა რიცხვებში რუსეთში დააკომპლექტეს 8 ახალი ბატალიონი, რომელშიც შეიყვანეს ყველა, ვისაც მისწვდნენ, მაგრამ ეს არასაკმარისია. ამიტომ რუსეთის დასავლეთის სამხედრო ოლქში დაიწყეს ახალი, მესამე ცალკეული კორპუსის ფორმირება, რომელიც აგვისტოს შუა პერიოდისთვის უნდა დასრულდეს", – განაცხადა სამხედრო დაზვერვის წარმომადგენლმა ვადიმ სკიბიცკიმ.
რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ცოცხალი ძალის ნაკლებობის გამო კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერისთვის" რეაგულარული არმიის ფუნქციების დაკისრების შესახებ იტყობინება დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო.
ბრიტანული დაზვერვის სამსახურის თანახმად, „ვაგნერი“, რომელიც უკრაინის აღმოსავლეთში მარტიდან მოქმედებს, რეგულარული არმიის დანაყოფების მსგავსად, პასუხისმგებელია ფრონტის ხაზის განსაზღვრულ მონაკვეთებზე.


