Accentnews.ge
ხონის ბანაკში სტუდენტები მოიწამლნენ

ხონის ბანაკში სტუდენტები მოიწამლნენ

29/07/2022 08:20:49 საზოგადოება

ხონში სტუდენტურ ბანაკში ინტოქსიკაცია დაფიქსირდა. სავარაუდოდ, მოწამვლა წყაროს წყლის მიღებას უკავშირდება.

ცხრა სტუდენტი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა ბანაკიდან ჯერ ხონის, შემდეგ კი ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების თმით, ახალგაზრდები მათთან გუშინ მძიმე მდგომარეობით შეიყვანეს, მათ დეზინტოქსიკაცია და საჭირო კვლევები ჩაუტარდათ.

ამ დროისთვის მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და კლინიკას სავარაუდოდ, დღეს დატოვებენ.

არსებული ინფორმაციით, ხონში ბანაკი „თავისუფალი უნივერსიტეტის“ მიერ მოეწყო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S