საქსტატი – ივნისში ეკონომიკა 7.2 %-ით გაიზარდა
29/07/2022 07:53:46 ეკონომიკა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის ივნისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 7.2 % შეადგინა.
საქსტატის ცნობით, 2022 წლის პირველი ექვსი თვის საშუალო მაჩვენებელი 10.5 %–ით განისაზღვრა.
2022 წლის ივნისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ტრანსპორტი და დასაწყობება, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, ინფორმაცია და კომუნიკაცია, სასტუმროები და რესტორნები, სამთომოპოვებითი მრეწველობა.
კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის, მშენებლობის და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობის დარგებში.


