"ლიეტუვა უკრაინას დამატებით საბრძოლო მასალა და 10 ჯავშანმანქანას გადასცემს"
29/07/2022 07:50:01 მსოფლიო
ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას განცხადებით, უკრაინას მორიგ სამხედრო დახმარებას გაუწევენ.
მისი თქმით, სხვებსაც, როგორც დასავლეთში, ასევე აღმოსავლეთში, არ მისცემენ საშუალებას უკრაინაში ომი დაივიწყონ და დაიღალონ.
"დღეს ახალი სახმედრო დახმარების პაკეტია, რომელიც ითვალისწინებს საბრძოლო მასალასა (ტყვიაწამალი) და ათ ჯავშანმანქანას. მალე გაჩვენებთ ანტი-დრონებს, რომლებიც წარმოებულია ლიეტუვაში, ვიცით, რომ უკრაინას ნამდვილად სჭირდება ეს სისტემები", - განაცხადა ნაუსედამ.
ლიეტუვის პრეზიდენტის თქმით, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებში პასუხისმგებელი პირები დაისაჯონ.


