უკრაინა – ხერსონის ოლქში რუსი სამხედროების საბრძოლო მასალების კიდევ 4 საწყობი გავანადგურეთ
29/07/2022 07:00:03 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის ოპერატიული სარდლობა აცხადებს, რომ ხერსონის ოლქში უკრაინულმა ძალებმა რუსი სამხედროების საბრძოლო მასალების კიდევ 4 საწყობი გაანადგურეს.
სარდლობის მიერ დილით გავრცელებული ინფორმაციით, ეს ობიექტები ქალაქ ხერონის, ასევე გენიჩესკის, კახოვკის და ბერისლავის რაიონებში მდებარეობდა.
სამხრეთის ოპერატიული სარდლობის ცნობით, უკრაინულმა ავიაციამ მოწინააღმდეგის საყრდენ პუნქტებსა და ცოცხალი ძალის და ტექნიკის თავმოყრის ადგილებზე განახორციელა 7 შეტევა, რომლის შედეგად ლიკვიდირებულია 36 რუსი სამხედრო, განადგურებული 3 ტანკი, 3 ჰაუბიცა, რადიოლოკაციური სადგური და სხვა ტექნიკა.
ამასთან, დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახური ადასტურებს, რომ ხერსონის ოლქში უკრაინის არმიის კონტრშეტევა ძალას იკრებს.
ბოლო პერიოდში უკრაინა ხერსონში რუსების 50–ზე მეტი სამიზნის განადგურებაზე იუწყება.


