"მთლიანობაში, საქართველოში ბიზნესის პირობები კარგია, თუმცა მზარდი უნდობლობაა სასამართლოს მიმართ, კომპეტენტურად განიხილოს კომერციული დავები"
29/07/2022 05:40:57 პოლიტიკა, ეკონომიკა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საინვესტიციო კლიმატის შესახებ 2022 წლის ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.
"მთლიანობაში, საქართველოში ბიზნესისა და ინვესტიციის პირობები კარგია და რეგიონის ქვეყნებთან შედარებით უფრო ხელსაყრელია. თუმცა მზარდი უნდობლობაა სასამართლო სექტორის შესაძლებლობის მიმართ, დამოუკიდებლად ან დროულად და კომპეტენტურად განიხილოს კომერციული დავები. რიგი ასეთი დავების განხილვა წლობით ჭიანურდება. გარდა ამისა, კომპანიების ნაწილი მუნიციპალურ დონეზე გადაწყვეტილების მიღების არაეფექტურ პროცესზე, ინტელექტუალური საკუთრების შესახებ კანონმდებლობის აღსრულების მიმართულებით ხარვეზებზე, არაეფექტურ ანტიმონოპოლიურ პოლიტიკაზე, პოლიტიკური ჩარევის შესახებ ბრალდებებზე, რეგულაციებისა და კანონების შერჩევით აღსრულებაზე, (მათ შორის, სავაჭრო კანონების, საკუთრების უფლებების და სხვა.) მიუთითებს. საქართველოს მთავრობა განაგრძობს მუშაობას ამ საკითხების გადასაჭრელად და მიუხედავად ამ დარჩენილი გამოწვევებისა, საქართველო რეგიონში მაღალ ადგილს იკავებს, როგორც ბიზნესის კეთების კარგი ადგილი“,- აღნიშნულია ანგარიშში.


