"საქართველოს ეროვნული ბანკი და ფინანსური ინსტიტუტები მოქმედებენ აშშ-ისა და სხვა ქვეყნების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესაბამისად"
29/07/2022 05:21:02 მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საინვესტიციო კლიმატის შესახებ 2022 წლის ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული საქართველოს ეროვნული ბანკისა და ფინანსური ინსტიტუტების ქმედებები სრულ შესაბამისობაშია რრუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებთან.
"საქართველოს ეროვნული ბანკი და ფინანსური ინსტიტუტები სრულად მოქმედებენ აშშ-ისა და სხვა ქვეყნების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ფინანსური სანქციების შესაბამისად, საერთაშორისო ფინანსურ სანქციებთან შესაბამისობა სისტემატურად მოწმდება ფინანსური ინსტიტუტების ადგილზე შემოწმების დროს", – ნათქვამია ანგარიშში.


