Accentnews.ge
სი ძინპინი: "თუ ცეცხლს ეთამაშები, დაიწვები, აშშ ამას ნათლად დაინახავს"

სი ძინპინი: "თუ ცეცხლს ეთამაშები, დაიწვები, აშშ ამას ნათლად დაინახავს"

28/07/2022 18:40:42 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჩინელ კოლეგასთან სი ძინპინთან დღეს სატელეფონო საუბარი გამართა, რომელიც ორ საათსა და 17 წუთს გაგრძელდა. ლიდერებს შორის დისკუსია ვრცლად შეეხო ტაივანის საკითხს.

„თუ ცეცხლს ეთამაშები, დაიწვები. იმედი მაქვს, აშშ-ს მხარე ამას ნათლად დაინახავს", - განუცხადა, ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, სი ძინპინმა ჯო ბაიდენს.

თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ტაივანთან დაკავშირებით პრეზიდენტმა ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების პოლიტიკა არ შეცვლილა და ოფიციალური ვაშინგტონი მტკიცედ ეწინააღმდეგება სტატუს კვოს შეცვლის ან ტაივანის სრუტეზე მშვიდობისა და სტაბილურობის ძირის გამოთხრის ცალმხრივ ძალისხმევებს.

***

ტაივანი დღეს ფართოდ არაღიარებული ქვეყანაა, რომელსაც პეკინი თავის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს. ჩინეთის პრეზიდენტმა პარტიის მე-19 ეროვნულ კონგრესზე განაცხადა: "ჩვენ გვაქვს მტკიცე ნება, სრული თავდაჯერებულობა და საკმარისი შესაძლებლობა, რომ დავამარცხოთ ტაივანის დამოუკიდებლობის სეცესიის შეთქმულება. ჩვენ არცერთ პირს, ორგანიზაციას, ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას, არცერთ დროს, არანაირი ფორმით მივცემთ უფლებას, რომ ჩინეთისგან ჩინეთის ტერიტორიის ნებისმიერი ნაწილი გამოყოს".

დღეს ტაივანს ჰყავს თავისი მთავრობა, აქვს კონსტიტუცია, დროშა, ჰიმნი, არმია, საჰაერო და საზღვაო ძალები. ტაივანში პირდაპირი არჩევით ხელისუფლება მშვიდობიანად სამჯერ შეიცვალა. დღეს ტაივანში აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, თავისუფალი მედია, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა არსებობს. ყველაფერთან ერთად, ტაივანი ეკონომიკურად, ტექნოლოგიურად განვითარებულია.

ჩინეთმა ბოლო პერიოდში ტაივანზე გაზარდა წნეხი. ტაივანი ერთ წელზე მეტია, ჩინეთის მხრიდან საჰაერო საზღვრის დარღვევის განმეორებით შემთხვევებზე ლაპარაკობს და მას ტაივანის სამხედრო ძალების დათრგუნვის მცდელობად განიხილავს, თავად ჩინეთი კი მას წვრთნებს უწოდებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S